მედიის განვითარების ფონდიაქვეყნებს მედია-მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიზანია მედიის მიერ მედია-ეთიკის და პროფესიული სტანდარტების დაცვის შეფასება. წინამდებარე მონიტორინგი არ არის დაკავშირებული წინასაარჩევნო მონიტორინგთან. დღევანდელი კვლევის საგანია
სამართლის თემის გაშუქება მედიაში. კვლევა ჩაატარა ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ. ანგარიშში მოცემულია 5 ქართული ტელეკომპანიის და მათი ჟურნალისტების მიერ 1 თვიან პერიოდში სამართლის სფეროს გაშუქების პრაქტიკა და მაგალითები. ანგარიშის მიზანია გამოავლინოს და ასახოს ტელე-ჟურნალისტების მიერ სამართლის სფეროს გაშუქებისას დაშვებული შეცდომები და რეკომენდაციები მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს. ანგარიშის ფარგლებში, ჩვენ 2012 წლის 12 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდს ვაკვირდებოდით. მონიტორინგი ხორციელდებოდა ამ პერიოდში 5 ქართული ტელეკომპანიის ეთერში გასულ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე (
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი-2, იმედი, კავკასიადა
მაესტრო). დაკვირვების 1 თვიან პერიოდში ხუთივე არხზე სამართლის გაშუქებისთვის მიძღვნილი 63 სიუჟეტი შეირჩა და თითოეული შეფასდა დეტალურად. მიზანი იყო იმის დადგენა, ამ სიუჟეტებში რამდენად ირღვეოდა კანონით დადგენილი წესები თუ ჟურნალისტური პრინციპები. მკვლევარის დაკვირვებით, ტელეკომპანიების ჟურნალისტები ძირითადად 2 ტიპის შეცდომებს უშვებენ. 1. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტების აფიშირება. 2. სიუჟეტების გმირების პირად ცხოვრებაში ჩარევა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
სამართლის თემის გაშუქება მედიაში