დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LTKTP
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 28 მაი 2012

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში

მედიის განვითარების ფონდი აგრძელებს მედია-მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას. დღეს გთავაზობთ ექსპერტ ვახუშტი მენაბდის მიერ ჩატარებულ მონიტორინგს თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში.
მონიტორინგის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ან/და მათი პრობლემატიკის რეპრეზენტირების მონიტორინგი ქართულენოვან მედიაში 15.02.12–15.03.12-ის ჩათვლით. მონიტორინგისათვის შერჩეული იყო შემდეგი მედია საშუალებები:

ყოველკვირეული გაზეთები

1. გაზეთი "ქრონიკა” (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი);
2. გაზეთი "კვირის პალიტრა” (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი);
3. გაზეთი ,,პრაიმ ტაიმი’’ (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი);

ტელეარხები:

1.საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი-მოამბე;
2.იმედი-ქრონიკა;
3.რუსთავი 2-კურიერი;
4.კავკასია-დღეს;
5.მაესტრო-ახალი ამბები

მონიტორინგის პროცესში საკვლევ თემასთან დაკავშირებული ჟურნალისტური პროდუქტის საერთო რაოდენობამ 9 შეადგინა. ჟურნალისტურ პროდუქტში რაოდენობის მიხედვით შესაბამისი გაშუქების რიცხვი (1) მნიშვნელოვნად ჩამორჩება შეუსაბამო გაშუქების რიცხვს (8).

აქვე უნდა ითქვას რომ, სტანდარტების შეუსაბამო გაშუქება გამოწვეულია ამ სფეროში შესაბამისი ცოდნის არქონის, ან მოძველებული ცოდნით. მონიტორინგის პროცესში გამოკვლეული ჟურნალისტური პროდუქტის აბსოლუტური უმრავლესობა (გარდა იმისა, რომელიც ანტისოციალურ ქცევაზე მიუთითებდა) პოზიტიური კონტექსტით ხასიათდებოდა და ცდილობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ნეგატიური ასპექტით არ გაესვა ხაზი, მეტიც მათი პრობლემების მოგვარებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გამოყვანილი იყვნენ, როგორც ქველმოქმედების სუბიექტები ან დანახულნი იყვნენ სამედიცინო პარადიგმიდან.

კვლევა მომზადდა „მედიის განვითარების ფონდის" პროექტის „მედია-მონიტორინგი - პროფესიული და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" (მხარდამჭერი - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო") ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 1 აპრილიდან დღემდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია მედია-მონიტორინგის და კვლევების შედეგები 17 თემაზე, მათ შორის – რეკლამა მედიაში, ქალთა საკითხების გაშუქება, სოციოლოგიური კვლევების გაშუქების სტანდარტი და მედია, ჰომოფობია მედიაში, კრიმინალური თემატიკის გაშუქება, ტელემედიის საინფორმაციო პოლიტიკა და ა.შ. უახლოეს დღეებში ასევე გამოქვეყნდება ახალი კვლევები (რომლებიც დაფუძნებულია მარტი-აპრილი, მაისის პერიოდებზე) თემებზე: შემეცნებით-გასართობი თოქ-შოუები და მედია-სტანდარტი, ბავშვთა თემა მედიაში (მეორე ანგარიში), ქალთა საკითხები მედიაში (მეორე ანგარიში), ეკონომიკის საკითხების გაშუქება, გარემოს დაცვითი საკითხების გაშუქება, კონფლიქტების გაშუქება მედიაში და ა.შ. სულ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 36-მდე მოკლევადიანი (საშუალოდ ერთთვიანი) მედია-მონიტორინგის განხორციელება და მის საფუძველზე მედია-კვლევის გამოქვეყნება.

დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.



შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში


უკან