დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VUKKP
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 22 თებ 2012

სექსუალურ ორიენტაციასთან /გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში (ანგარიში N2)

"მედიის განვითარების ფონდიაქვეყნებს ექსპერტის - ეკა აღდგომელაშვილის მიერ ჩატარებული მედია-მონიტორინგის შედეგებს თემაზე -"სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში.მონიტორინგი ჩატარდა 01.11.11–10.12.11 პერიოდში პრესაში. ეს ამ თემაზე მომზადებული მეორე ანგარიშია პროექტის"მედია მონიტორინგი-პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვისფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი"ღია საზოგადოება-საქართველო. განმეორებითმა მონიტორინგმა საინტერესო შედეგები და დინამიკა აჩვენა:

·საკითხის გაშუქების თვალსაზრისით, წინა საკვლევ პერიოდთან შედარებით (მაისი, 2011), ნეგატიურ შინაარსის სტატიების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო ნეიტრალური და პოზიტიური შეფასებების ზრდის ხარჯზე (იხ. ნახ. #2).

·გაიზარდა ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და დისკრიმინაციული პოლიტიკით ჟურნალისტთა დაინტერესება (25%) რაც აისახა კიდევაც შეფასებათა საერთო სურათსა და საკითხის გაშუქების კონტექსტზე.

·იმ ინფორმაციებში, რომლებიც შინაარსობრივად არც ადრე იყო ნეგატიური, ამჯერად ნაკლებად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „ცისფერი", „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია" და სხვ.

·აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდთან შედარებით, ნეიტრალურ შეფასებებში იმატა იმ სტა­ტიების ხვედრითმა წილმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს (55%).

·ჟურნალისტებიცა და რესპოდენტებიც ნაკლებ აგრესიულები არიან როცა საუბარი ლგბტ ჯგუფის კონკრეტულ წარმომადგენლებს ეხება. ნეგატიურ შეფასებები ძირითადად ჰომოორიენტაციზე, ზოგადად ჯგუფის წარმომადგენლებსა და მათი უფლებების დამცველებზე, „პროპაგანდისტებზე" საუბრისას იჩენს თავს.

·მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ინსტიტუტის/ორგანიზაციების წარმომად­გენლები ადრესატთა ყველაზე მცირერიცხოვან ჯგუფს შეადგენენ (6%), ნეგატიური, შეუ­რაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით, სწორედ ეს ჯგუფი შეადგენს უმრავლესობას (61%).

·წინა საკვლევ პერიოდთან შედარებით ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები უფრო ხში­რად არიან რესპოდენტების როლში (9%).


დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.


სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში (ანგარიში N2)

უკან