დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BQPDG
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 02 თებ 2012

სოციალური თემატიკა საინფორმაციო გამოშვებებში


„მედიის განვითარების ფონდი" აქვეყნებს კვლევას თემაზე:სოციალური თემატიკა საინფორმაციო პროგრამებში. კვლევის ავტორია ქეთევან მსხილაძე. კვლევა მომზადებულია პროექტის„მედია მონიტორინგი - პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის"ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო".

წინამდებარე კვლევის საგანი სატელევიზიო არხების საინფორმაციო პროგრამებში სოციალური თემატიკის გაშუქება იყო. დაკვირვების ობიექტებად შეირჩა ხუთი ტელეკომპანიის - 1-ლი არხის, რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროსა და კავკასიის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები. კვლევა ტარდებოდა ერთი თვის განმავლობაში - 2011 წლის 11 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით.

კვლევის საგნად ამ თემის არჩევა შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა: ქვეყანაში არსებული პოლიტიზებული გარემო, ბუნებრივია, მედიაზეც აისახება. ამ მარათონში სატელევიზიო არხების საინფორმაციო გამოშვებები პოლიტიკური მოვლენების გაშუქებაზე არიან ფოკუსირებული და ნაკლებ დროსა და ყურადღებას უთმობენ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებს. შესაბამისად, ტელემაყურებელი ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე რჩება. საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ერთ-ერთ ასეთ თემას სოციალური საკითხები წარმოადგენს.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგი შემდეგ ასპექტების გამოვლენას ითვალისწინებდა: საინფორმაციო გამოშვებების რა წილი ეთმობა სოციალური თემის გაშუქებას; ენიჭება თუ არა რომელიმე სოციალურ საკითხს პრიორიტეტი ამა თუ იმ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში; რამდენად მრავალფეროვანია სოციალური თემატიკა და რა სოციალური საკითხები შუქდება; შუქდება თუ არა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები; რიგით მერამდენე მასალად გადის საინფორმაციო გამოშვებაში სოციალური სიუჟეტი; რა ტიპის მასალით შუქდება - სიუჟეტით თუ კადრ-სინქრონით (კადრ-სინქრონი მხოლოდ მომხდარი ამბის კადრების და ამ ამბის მონაწილეთა კომენტარებით შემოიფარგლება, ხოლო სიუჟეტი საკითხის უფრო სიღმისეულ კვლევას გულისხმობს); რა სხვაობა და განსხვავებაა სოციალური თემატიკის გაშუქებაში ტელევიზიებს შორის

კვლევის ზოგადი შედეგი ასეთია: მონიტორინგის პერიოდში პირველი არხის, რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროსა და კავკასიის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში სულ 2,170 სიუჟეტი გავიდა. ზოგადად, პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში საშუალოდ 21 სიუჟეტი გადის; რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში – საშუალოდ 19 სიუჟეტი; მაესტროსაში - 14 სიუჟეტი, იმედისაში 13 სიუჟეტი და კავკასიისაში - 11.

მონიტორინგის პერიოდში გასული 2,170 სიუჟეტიდან მხოლოდ 262 ეხებოდა სოციალურ თემას. პროცენტულად სოციალურმა სიუჟეტებმა ყველა საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტების 11% შეადგინა.

დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.


სოციალური თემატიკა საინფორმაციო გამოშვებებში
უკან