დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KEQOU
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 24 იან 2012

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მედია სტანდარტი

„მედიის განვითარების ფონდი" 2011 წლის შემოდგომაზე განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას იწყებს. მომავალი ორი კვირის განმავლობაში ფონდი 6 ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ მონიტორინგი განხორციელდა ფონდ „ღია-საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ორგანიზაციის „მედიის განვითარების ფონდის" პროექტის - „მედია მონიტორინგი - პროფესიული და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში.


დღეს გთავაზობთ მონიტორინგის შედეგებს თემაზე: საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქება ქართულ მედიაში და მედია სტანდარტი. კვლევის ავტორია მედია-ექსპერტი ქეთევან მსხილაძე.


კვლევის მიზანი იყო გაერკვია, თუ რამდენად იცავს ქართული მედია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქებისას ადგილობრივ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. მსგავსი ნორმები მიზნად ისახავს, კვლევებმა რეალური ანალიზის შესაძლებლობა შექმნას და არ გახდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ინსტრუმენტი, რისი ალბათობაც პროფესიული სტანდარტების უგულვებელყოფის შემთხვევაში მაღალია. კვლევაში მიმოხილულია ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციები. ამ რეგულაციებიდან გამომდინარე შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე განხილულია კვლევების გაშუქების შესაბამისობა. ამასთანავე ცალკე ინდიკატორად გამოვყავით გამოტოვებული თემები, სადაც შევა კვლევის ის მიგნებები, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო და რომელთა გაშუქებას ცალკეულმა მედია საშუალებებმა გვერდი აუარეს. ასევე გავაანალიზებთ, თუ რა თემებს მიანიჭეს პრიორიტეტი საინფორმაციო საშუალებებმა. სააგენტოების შემთხვევაში, თემატიკის გარდა, ყურადღება გამახვილდება, თუ რა საკითხია გამოტანილი სათაურში.


კვლევის საგანი გახდათ შემდეგი მედია საშუალებები:


ტელევიზია: იმედი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, კავკასია.


საინფორმაციო საააგენტო: ინტერპრესნიუსის (IPN), ჯი ეიჩ ენი (GHN), ექსპრესნიუსი (EPN).


მონიტორინგის პერიოდი სამი კვლევის შედეგების გამოქვეყნების თარიღების მიხედვით განისაზღვრა: 10-11 ოქტომბერი, 7-8 დეკემბერი 2011


კვლევის საგანი იყო შემდეგი კვლევების გაშუქება:


1. ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 9–21 სექტემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა.


2. ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტის (IPM) მიერ 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ჩატარებული კვლევა, რომელიც 7 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2–მა გახადა ხელმისაწვდომი;


3. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (სგკი) დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (სკაი) მიერ 11–12 ნოემბერს ჩატარებული კვლევა, რომლის პრეზენტაცია 8 დეკემბერს გაიმართა.კვლევამ გამოავლინა, რომ მედიის თითქმის ყველა საშუალება, სხვადასხვა დოზით, არღვევს საზოგადოებრივი კვლევის გაშუქების სტანდარტებს.


კვლევის დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.




 

უკან