დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AWEAY
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 05 დეკ 2011

რეკლამა მედიაში

"მედიის განვითარების ფონდი” მონიტორინგის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. დღეს მოგაწოდებთ ორ ანგარიშს, რომელიც მედიის განვითარების ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტების მიერ განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე მომზადდა. მონიტორინგის მიზანი საქართველოს ტელევიზიების მიერ რეკლამის კანონის შესრულების შეფასებაა. ანგარიშები მომზადებულია პროექტის „მედია–მონიტორინგი - პროფესიონალური მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში. (ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით). ექსპერტ გიორგი მგელაძის მიერ 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული მონიტორინგის მიზანი სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგი და მაუწყებლების მიერ ეთრში გაშვებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობის კანონთან შესაბამისობის დადგენა იყო. მონიტორინგი განმეორებით ჩატარდა და გაუმჯობესების გარკვეული ტენდენციაც გამოკვეთა. თუმცა აქვე გამოიკვეთა ისიც, რომ ტელეკომპანიათა ნაწილი რეკლამის შესახებ კანონის დარღევის ტრადიციას აგრძელებს. (იხილეთ დეტალები ანგარიშში „რელკამა ტელემედიაში").

ექსპერტ ქეთევან მსხილაძის მიერ 2011 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებული მონიტორინგის მიზანი კი ტელემედიაში ფარული რეკლამის ელემენტების აღმოჩენა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ევროპული მედიარეგულირებით ტერმინი „ფარული რეკლამა" გულისხმობს კომერციული/მარკეტინგული ხასიათის ისეთ აუდიო-ვიზუალურ კომუნიკაციას, რომელიც მიზნად რეკლამირებას ისახავს და არ არის მკაფიოდ გამოყოფილი სარედაქციო მასალისაგან. ასეთი ტიპის კომუნიკაცია სარედაქციო მასალაშია უშუალოდ ჩართული და სარეკლამო დროის ანუ, ეგრეთ წოდებული სარეკლამო წყვეტის ფარგლებს მიღმა გადაიცემა. ნებისმიერი რეგულაცია - ევროპულიცა და ქართულიც, რეკლამის სარედაქციო მასალისაგან გამიჯვნას მოითხოვს. ვინაიდან ფარული რეკლამის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა ახალი ამბებით შენიღბული რეკლამაა, მონიტორინგი ტელეკომპ
რელკამა ტელემედიაში

ფარული რეკლამა სატელევიზიო მედიაში
ანიების საინფორმაციო გამოშვებებზე იყო ფოკუსირებული. დაკვირვების ობიექტებად შეირჩა ხუთი ტელეკომპანიის - 1-ლი არხის, იმედის, რუსთავი 2-ის, მაესტროსა და კავკასიის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები. ანგარიშის თანახმად, მონიტორინგი ტარდებოდა ერთი თვის განმავლობაში - 2011 წლის 12 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით. მონიტორინგის პერიოდში აღმოჩენილი იქნა 11 სიუჟეტი, რომლებიც ფარული რეკლამის ელემენტებს შეიცავდა. მათგან ხუთ-ხუთი ტელეკომპანია იმედის და რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებებში, ხოლო ერთი 1-ლი არხის საინფორმაციო გამოშვებებში შეგვხვდა. (იხილეთ დეტალები ანგარიშში „ფარული რეკლამა სატელევიზიო მედიაში").


რელკამა ტელემედიაში

ფარული რეკლამა სატელევიზიო მედიაში


უკან