ქცევის კოდექსი
ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს, 15.00 საათზე კლუბ „ფროინტლაინ ჯორჯია"-ში (მისამართი: ბროსეს ქ. #2) გაიმართება დისკუსია თემაზე: გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდი და ექსპერტი ქეთევან მსხილაძე წარმოგიდგენენ მედიაში ქალთა საკითხების გაშუქების მონიტორინგის შედეგებს.
„მედიის განვითარების ფონდი" ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მედია–მონიტორინგი - პროფესიული მედიისთვის". პროექტი მიზნად ისახავს მოკლევადიანი - ერთთვიანი მონიტორინგების განხორციელებას მედია-ეთიკისა და აქტუალურ სხვა 35-მდე მედია-საკითხზე. (2011 წლის 15 მარტიდან 2011 წლის 15 აპრილამდე). პროექტის ფარგლებში მონიტორინგს ახორციელებენ მედიის განვითარების ფონდისა და მოწვეული ექსპერტები. ისინი აკვირდებიან ქართულ მედიას და საზოგადოებას წარუდგენენ დასკვნებს, რომლებიც დაყრდნობილი იქნება ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ კონკრეტულ ფაქტობრივ მასალაზე. ასევე ამ დასკვნებში მიმოხილული იქნება ამ სფეროსთან დაკავშირებით არსებული საკნონმდებლო თუ ეთიკური რეგულაციები. თითოეული ექსპერტი თავისუფალია თავის შეფასებებში, რომელიც, შესაძლოა, დისკუსიის საგნად იქცეს. ასეთი დიკუსიის ინიცირება ჩვენი პროექტის ერთ–ერთი მთავარი მიზანია. ასევე პროექტის მიზანია: მოხდეს მედიის სფეროს მკვლევარების სტიმულირება; მედია–კვლევის პროცესისა და ამ პროცესში ჩართული ექსპერტების ხელშეწყობა; მედიის წარმომადგენლებმა კონკრეტულ მასალაზე გაიაზრონ ეთიკური ნორმების დარღვევის პრობლემები; მოხდეს ამ თემებზე საზოგადოებრივი და მედია- დისკუსიის სტიმულირება, მედია-ეთიკის დარღვევების პრევენცია და ამ გზით მედიის პროფესიონალიზმის გაზრდა.