დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LVEAB
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 19 სექ 2011

ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში

მედია-ექსპერტმა ნინო დანელიამ მედიის განვითარების ფონდის პროექტის „მედია-მონიტორინგი - პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში (პროექტის მხარდამჭერი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო") განახორციელა ქართული მედიის მონიტორინგი ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. მონიტორინგის შედეგების თანახმად:

მონიტორინგის პერიოდში ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი დარღვეულია გამოკვლეული სიუჟეტების მნიშვნელოვან ნაწილში: საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სიუჟეტების 50 %, იმედის - 60%, კურიერი მხოლოდ ერთხელ არღევს აღნიშნულ სტანდარტს იმით, რომ სკოლაში მომხდარი კონფლიქტის მონაწილე მხოლოდ ერთი მხარეა წარმოდგენილი, მანდატურისა და დირექტორის მხრიდან ისმის ბავშვების მიმართ ბრალდებები და არავინაა მოპასუხე. მაესტრო დამატებით სტრესს უქმნის ბავშვს მისი წყაროდ გამოყენების გამო. კავკასია კი ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტს არ არღვევს, თუმცა თავად სიუჟეტის თემა ცალმხრივადაა გაშუქებული.

ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი უმეტესად ირღვევა მაშინ, როდესაც შუქდება არასრულწლოვნების კონკრეტული პრობლემური შემთხვევები. დარღვევას უმეტესად იწვევს სიუჟეტში ფაქტისა და კომენტარის აღრევა, არასრულწლოვნების იდენტიფიკაცია და მათი პირადი ცხოვრების ხელყოფა ყოველგვარი აუცილებლობისა და საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გარეშე. ამავე დროს, წევრებს, ჯანდაცვის მუშაკებს, სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორებს და ბავშვის მეზობლებსა და ნათესავებს, რომლებიც ასევე, ხშირად არღვევენ მათ უფლებებს კომენტარის მიცემისას და ნაკლებად ფიქრობენ ბავშვისათვის მიყენებულ პოტენციურ ზიანზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ჯანმრთელობასა და განათლებასთან დაკავშირებული თემები ყველაზე მეტი მოხვდა სატელევიზიო ახალ ამბებში, საკითხი მოკლებულია სიღრმეს და უკავშირდება მხოლოდ საგანგებო პრეზენტაციებს, სკანდალურ და კრიმინალურ შემთხვევებს.

მონიტორინგის დეტალური შედეგები იხილეთ თანდართულ ფაილში

ბავშვთა საკითხების გაშუქება ქართულ სატელევიზიო მედიაში



უკან