დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CYPTU
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 29 ივნ 2011

რეკლამის მონიტორინგი ქართულ მედიაში

„მედიის განვითარების ფონდი" პროექტის „მედია–მონიტორინგი - მედიის პროფესიონალიზმისთვის" ფარგლებში (მხარდამჭერი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო") აგრძელებს მედიის მონიტორინგის ციკლის შედეგების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ გიორგი მელაძის მიერ რეკლამის შესახებ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს.


გიორგი მგელაძემ 2011 წლის მარტ–აპრილში განახორციელა 5 ტელეკომპანიის ეთერში გასული ტელერეკლამების მონიტორინგი. კერძოდ: ამ კვლევის ფარგლებში გიორგი მგელაძემ 7 მარტიდან 11 აპრილამდე, 5 კვირის განმავლობაში 5 ქართული სატელევიზიო არხის შერჩევითი მონიტორინგი განახორციელა: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"; „ტელე-იმედი"; ტელეკომპანია „კავკასია", „მაესტრო" და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი". იგი ამ არხების ეთერში კანონით განსაზღვრულ „საუკეთესო დროს" (19 საათიდან 24 საათამდე) გასულ საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებს დააკვირდა და მათში რეკლამის განთავსების პრაქტიკა მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილ წესებს შეადარა. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი განხორციელდა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე, თუმცა მის შედეგებში საკანონმდებლო სიახლის შეფასებაცაა შესული. გიორგი მგელაძის დასკვნით, მონიტორინგი აჩვენებს, რომ გარდა იმისა, რომ ახალი ცვლილებები ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, ისინი, პრაქტიკულად, ტელეკომპანიებში არსებულ რეალობას „მოერგო". მონიტორინგის პერიოდში რეკლამის შესახებ და მაუწყებლობის შესახებ კანონების დარღვევის მაგალითების ანალოგიური ფაქტები მაის–ივნისში უკვე დარღვევად აღარ ითვლება. თუმცა, ეს თავის დროზე დარღვევის ფაქტს არ ცვლის. ამასთან – ნათელს ხდის, რომ კანონის კორექტირების ერთ–ერთი მთავარი ბენეფიციარი საქართველოს რამდენიმე ტელეკომპანია აღმოჩნდა. მონიტორინგიდან 6 თვის თავზე გიორგი მგელაძე, „მედიის განვითარების ფონდის" პროექტის ფარგლებში, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით მონიტორინგს კვლავ ჩაატარებს. ეს ტელეკომპანიების მიერ კანონმდებლობის დაცვის დინამიკაში შეფასების საშუალებას მოგვცემს.


გიორგი მგელაძის დასკვნა რეკლამის მონიტორინგზე ქართულ მედიაში შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.



რეკლამის მონიტორინგი ქართულ მედიაში

უკან