დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VREFS
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 24 ივნ 2011

გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში

„მედიის განვითარების ფონდი" ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მედია–მონიტორინგი - პროფესიული მედიისთვის". პროექტი მიზნად ისახავს მოკლევადიანი - ერთთვიანი მონიტორინგების განხორციელებას მედია-ეთიკისა და აქტუალურ სხვა 35-მდე მედია-საკითხზე. (2011 წლის 15 მარტიდან 2011 წლის 15 აპრილამდე). პროექტის ფარგლებში მონიტორინგს ახორციელებენ მედიის განვითარების ფონდისა და მოწვეული ექსპერტები. ისინი აკვირდებიან ქართულ მედიას და საზოგადოებას წარუდგენენ დასკვნებს, რომლებიც დაყრდნობილი იქნება ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ კონკრეტულ ფაქტობრივ მასალაზე. ასევე ამ დასკვნებში მიმოხილული იქნება ამ სფეროსთან დაკავშირებით არსებული საკნონმდებლო თუ ეთიკური რეგულაციები. თითოეული ექსპერტი თავისუფალია თავის შეფასებებში, რომელიც, შესაძლოა, დისკუსიის საგნად იქცეს. ასეთი დიკუსიის ინიცირება ჩვენი პროექტის ერთ–ერთი მთავარი მიზანია. ასევე პროექტის მიზანია: მოხდეს მედიის სფეროს მკვლევარების სტიმულირება; მედია–კვლევის პროცესისა და ამ პროცესში ჩართული ექსპერტების ხელშეწყობა; მედიის წარმომადგენლებმა კონკრეტულ მასალაზე გაიაზრონ ეთიკური ნორმების დარღვევის პრობლემები; მოხდეს ამ თემებზე საზოგადოებრივი და მედია- დისკუსიის სტიმულირება, მედია-ეთიკის დარღვევების პრევენცია და ამ გზით მედიის პროფესიონალიზმის გაზრდა.
დღეს „მედიის განვითარების ფონდი" ექსპერტ ქეთევან მსხილაძის მიერ ქართულ მედიაში ქალთა საკითხების გაშუქების თემაზე ჩატარებული მონიტორინგის პირველ შედეგებს ავრცელებს.
მონიტორინგის შედეგები იხილეთ თანდართულ ფაილში.


გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში
უკან