დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NUNMO
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 25 მარ 2011

აღმ. პარტნიორობის საქ.-ს ეროვნულ პლატფორმაში

„მედიის განვითარების ფონდი" აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი გახდა.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში 2009 წელს ჩამოყალიბდა. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაციისათვის თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა ეროვნული პლატფორმა. ეროვნულმა პლატფორმამ ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის როგორც მრავალმხრივი (ევროკავშირი – პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნები და ურთიერთობები თავად ამ ქვეყნებს შორის), ასევე, ორმხრივი (ევროკავშირი – საქართველო) განზომილების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას.


ეროვნულ პლატფორმას შეადგენენ ადგილობრივი და პარტნიორ ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები; მათ შორის, პროფესიული გაერთიანებები.


ეროვნული პლატფორმის ფუნქციებია :


1)აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პლატფორმებისა და სპეციალური ინიციატივების მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში;
2)სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების წარდგენისა და ფორუმის საქმიანობისთვის ხელის შეწყობა.

უკან