თარიღი: 01 მარ 2011
MDF მედიის მონიტორინგის პროექტს ახორციელებს
2011 წლის 1 მარტიდან მედიის განვითარების ფონდმა ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს" მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „მედია-მონიტორინგი- პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" განხორციელება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოკლევადიანი (1-1,5 თვიანი) მონიტორინგის ჩატარება ქართული მედია-საშუალებების მიერ მედია-სტანდარტების შესრულების თემებზე, ისეთებზე, როგორიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქება, ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ქართული მედია, კრიმინალური თემატკის გაშუქება ქართლ მედიაში, სამხერო ჟურნალისტიკა საქართველოში, ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკის ძირითადი თავისებურებები, მედია კრიტიკა საქართველოში და ა.შ. მონიტორინგს მედიის სტანდარტების თემაზე მომუშავე ფონდის და მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ. 2011 წლის ივნისიდან ფონდი მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას დაიწყებს
უკან