13-14 ნოემბერს გუდაურში UNDP-ს პროექტის ”მართლმსაჯულების სისტემის განვითარება სამართლებრივი ცნობიერებისა და მართლსმაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის” და მედიის განვითარების ფონდის ორგანიზაბით ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის თემა - უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა საქართველოში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის, აჭარის და საერთო-ნაციონალური მედია-საშუალებების 20-მა წარმომადგენელმა; სასჯელ-აღსრულების სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნული რეგიონებიდან; UNDP-ს პროექტების ხელმძღვანელებმა.