მედიის განვითარების ფონდის ექსპერტმა ქეთი მსხილაძემ მონაწილეობა მიიღო გადაცემაში „მედია კრიტიკა", რომელიც მიეძღვნა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქებას ქართულ მედიაში და ამ თემაზე მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ მონიტორინგს. გადაცემას უძღვებოდა მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი თამარ ხორბალაძე. გადაცემაში ასევე მიიღო მონაწილეობა სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა.