დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GETSV
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 27 ივნ 2010

MDF ექსპერტები სახალხო დამცველის სემინარზე

2010 წლის 26-27 ივნისს, ბათუმში გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისთვის თემაზე ,,ტოლერანტობის კულტურა მედიაში”. 

სემინარში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა. სემინარზე განხილული იყო მედიაში უმცირესობათა წარმოჩენის, ჟურნალისტური ეთიკის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხები. სემინარს ექსპერტები: ნინო დანელია, ეკა აღდგომელაშვილი, ლაშა ბუღაძე და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები ბექა მინდიაშვილი, ნინო ცინცაძე და მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ქეთი მსხილაძე და თამარ ხორბალაძე უძღვებოდნენ. სემინარზე განხილულ იქნა ფონდის მიერ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქების თემაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები.

 სემინარი ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. სემინარის მხარდაჭერას ახორციელებდა გაეროს განვითარების პროგრამა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის "ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის” პროგრამა.

უკან