დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RYHHI
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 24 მაი 2010

ტრენინგი ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში

21-23მაისს ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ქართველი ჟურნალისტებისთვის მედიის განვითარების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი ეთნიკური და რელიგიური თემატიკის გაშუქების სტანდარტების შესახებ. სემინარში მონაწილეობა მიიღო საერთო-ნაციონალური და რეგიონალური მედიის 19-მა წარმომადგენელმა. სემინარზე ჟურნალისტები გაეცნენ მედიის განვითარების ფონდის მიერ სამი თვის განმავლობაში წარმოებული მედია-მონიტორინგის შედეგებს, ქართულენოვანი მედიის მიერ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გაშუქების ძირითად ტენდენციებს, ტიპურ შეცდომებსა და კონკრეტული დარღვევების მაგალითებს. ასევე _ უმცირესობების მონაწილოებით ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგებს. მოისმინეს ლექცია საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ. სემინარის ტრენერები გახლდნენ მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლები თამარ ხორბალაძე და ქეთი მსხილაძე, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, სამართლებრივი განათლების ასოციაცია „ალპეს" წარმომადგენელი მერაბ ბასილაია. 

სემინარი ჩატარდა პროგრამის "ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში” (NITG) ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) ადმინისტრირებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების (USAID) სააგენტოს დაფინანსებით.

ტრეინინგები ჟურნალისტებისთვის, 21-23.05.2010


უკან