დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DLENO
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 12 ნოე 2010

სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში

11 მარტს სახალხო დამცველის ოფისში "მედიის განვითარების ფონდის” ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან მედიაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების თემაზე. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. 

მედიის განვითარების ფონდი 2010 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს ქართულენოვან მედია-საშუალებებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების მედია-მონიტორინგს. პროექტი ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) პროგრამის "ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში” ფარგლებში შეერთებული შტატების საერთაშოროისო განვითარების (USAID) სააგენტოს დაფინანსებით. მედია-მონიტორინგის ინტერესის სფეროშია 7 საერთო სახელმწიფოებრივი, 8 რეგიონული გაზეთი, 5 ტელევიზია. 

მონიტორინგი ხდება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კუთხით. რაოდენობრივი მონიტორინგის მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად აქტიურად აშუქებს საქართველოში მედია რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობების თემატიკას. თვისობრივი კვლევის მიზანია გამოავლინოს მედია-საშუალებების მიერ უმცირესობების საკითხების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის ფაქტები. კერძოდ - დისკრიმინაციის და სტერეოტიპიზაციის შემთხვევები. 

შეხვედრაზე ფონდმა მედიის და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო მონიტორინგის შუალედური შედეგები და მათთან ერთად განიხილა სტერეოტიპიზაციისა და დისკრიმინაციის კონკრეტული მაგალითები. მონაწილეები შეთანხმდნენ ინფორმაციის მუდმივ ურთიერთგაცვლის თაობაზე.


უკან