დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
FSXUS
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 11 სექ 2014

საერთაშორისო სემინარი IMED 2014

19 სექტემბერს, მედიის განვითარების ფონდის -MDF-ის,ილიას უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო სემინარი "მედია ეთიკის საერთაშორისო დღე - IMED 2014" გაიმართება.

საქართველო წელს პირველად უერთდება ამ საერთაშორისო ფორმატს, რომელიც  ბრიტანული ორგანიზაცია "საერთაშორისო მედია ეთიკის  ცენტრი - CIME"-ს ინიციატივით მსოფლიოში 2011 წლიდან აღინიშნება.

IMED 2014-ის მთავარი ფოკუსი ციფრული მედია ეთიკა და კიბერ უსაფრთხოებაა.

საერთაშორისო სემინარის ფარგლებში გაიმართება იმიტირებული პროცესი სტუდენტების მონაწილეობით და მრავალფეროვნების თემებზე ეთიკური და პროფესიული გაშუქებისათვის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და მედია საშუალებების დაჯილდოვება. ასევე წიგნის"მედია ეთიკა და პროფესიული სტანდარტები"პრეზენტაცია.

ყოველწლიური IMED-ის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედია პროფესიონალების, ITექსპერტების, ბლოგერების, სტუდენტების და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზება ეთიკურ დილემებზე მსჯელობის მიზნით.

2011 წლის IMED-ის შემდეგ, როდესაც ღონისძიებაში 11 ქვეყნიდან 300 ადამიანი მონაწილეობდა, მისი პოპულარობა მსოფლიოში იზრდება. 2013 წელს მასში 32 ქვეყნიდან 800-ს ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. IMED 2014 წელს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ერთდროულად 19 სექტემბერს გაიმართება.

დღის წესრიგი

 

უკან