ქცევის კოდექსი
პროექტის ფარგლებში მონიტორინგი განხორციელდება 2010 წლის 4 იანვრიდან. მონიტორინგის პერიოდში მოხდება შემდეგი ტელეკომპანიაების: პირველი არხის, რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროსა და კავკასიის საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების კუთხით.
ამას გარდა "მედიის განვითარების ფონდი”განახორციელებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების მონიტორინგს შემდეგ გაზეთებში: - "24 საათი”, "რეზონანსი”, "ალია”, "კვირის პალიტრა”, "ასავალ დასავალი”, "ჯორჯიან თაიმსი” (საერთო-სახელმწიფოებრივი ტერიტორიული დაფარვა).ასევე რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან: "პს”, ახალი გაზეთი” (ქუთაისი) "სამხრეთის კარიბჭე” (ახალციხე), "კახეთის ხმა” (კახეთი), "თავისუფალი სიტყვა” (ქართლი), ბათუმელები (აჭარა), "ღია ბოქლომი” (სამეგრელო), "გურია ნიუსი” (გურია).
მონიტორინგი მოხდება როგორც რაოდენობრივი, ისე - თემატური კუთხით. მონიტორინგის განმავლობაში გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას მედიის განვითაების ფონდი ყოველკვირეულად გაავრცელებს ორგანიზაციის მაილ-ლისტში შემავალი მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საელჩოების ელექტრონულ მისამართებზე. თუ გსურთ აღნიშნული ინფორმაციის მიღება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე:mdfgeo@gmail.com