დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JVCGE
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 14 სექ 2009

კონკურსი დევნილი მოზარდებისთვის

მედიის განვითარების ფონდი აცხადებს ესსეებისა და ნახატების კონკურსს თემაზე „ცხოვრება ომის შემდეგ". კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ 10-დან 17 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებულ მოზარდებს.კონკურსანტების ნამუშევრები უნდა ასახავდეს ომის მოვლენებთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს და მომავლის მათეულ ხედვას. 

ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს 2009 წლის 14 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართებზე: განათლების რესურსცენტრებში: გორი, ქარელი, თეთრიწყარო, მცხეთა, ხაშური, ბოლნისი თბილისში მედიის განვითარების ფონდის ოფისში. ილ. ჭავჭავაძის პრ. 54. სკოლებში განთავსებულ MDF-ის სპეციალურ ყუთებში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12-დან 2 საათამდე. ტელ: 22-00-16;

 კონკურსი ხორციელდება პროექტის "ახალგაზრდული კონკურსი _ დევნილი მოზარდების ინტეგრაციისთვის” ფარგლებში. 

პროექტის მხარდამჭერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამა. 

პროექტის მიზანია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული მოზარდების თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.


უკან