ქცევის კოდექსი
ქუთაისის გაზეთ "პს”-ის რედაქციას ახალი ეთიკის კოდექსი აქვს. 4 ნოემბერს კოდექსის საზეიმო ხელმოწერა რედაქციის ოფისში, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლების თანდასწრეით გაიმართა.
სარედაქციო კოდექსი "პს”-ის ჟურნალისტებმა "მედიის განვითარების ფონდთან” თანამშრომლობით შეიმუშავეს პროექტის "ეთიკის კოდექსი რეგიონული მედიისთვის” ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო”.
კოდექსით ჟურნალისტები ვალდებულებას იღებენ ემსახურონ ეთიკურ ჟურნალისტიკას და დაიცვან ჟურნალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები.