დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LWDKT
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 20 სექ 2014

MDF-ის ახალი წიგნის პრეზენტაცია

19 სექტემბერს საერთაშორისო სემინარის IMED 2014-ის ფორმატში ილიას უნივერსიტეტის კაფე ლიგამუსში, ხოლო 20 სექტემბერს ფონდ "ღია საზოგადოება -საქართველოს" მხარდაჭერითა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით გამართულ მედია კონფერენციაზე ბათუმში მედიის განვითარების ფონდის ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

"მედია ეთიკა და პროფესიული სტანრატები" თვითრეგულირების გზამკვლევთან ერთად 2013 წლის მედია პრაქტიკიდან ეთიკური და პროფესიონალური სტანდარტების დარღვევის 10 ტიპურ შემთხვევას მიმოიხილავს.

გამოცემა მიზნად ისახავს მედიის თვითრეგულირების მექანიზმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. პუბლიკაცია ასევე განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ მედია საშუალებებისა და ჟურნალისტური სკოლებისთვის.

გამოცემის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია MDF-ის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

წიგნი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, პროექტის "მედია კვლევები - პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთბის" ფარგლებში გამოიცა.

უკან