დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OMUVM
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 30 სექ 2014

ეუთოს ადამიანური განზომილების საიმპლიმენტაციო კონფერენციაზე ტოლერანტობისა და ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე იმსჯელეს

23 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ვარშავაში,  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამართულ ადამიანური განზომილების საიმპლიმენტაციო ყოველწლიურ კონფერნეციაზე (HDIM) აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

30 სექტემბერს გამართულ პანელში, რომელიც ტოლერანტობასა და ანტიდისკრიმინაციას შეეხებოდა ქსელის სახელით მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებობს. კერძოდ, მედიასა და პოლიტიკურ დისკურსში სიძულვილის ენის პრობლემაზე, ასევე იმ კლიმატზე, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ასაზრდოვებს და ამ მიმართულებით ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაზე, რაც სხვადასხვა იდენტობის მოქალაქეების მშვიდობიანი თანაარსებობისთვის საფრთხეს ქმნის. თამარ კინწურაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის პრობლემის საპასუხოდ შექმნილი სამოქალაქო პლატფორმის "არა ფობიას!" საქმიანობაც გააცნო.

ყოველწლიურ შეხვედრაში ეუთოს 57 მონაწილე ქვეყანის ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანი იმ ვალდებულებების შესრულებაა, რომლევიც წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქვთ აღებული.

  

უკან