ქცევის კოდექსი
2014 წლის 8 ოქტომბერს, „მედიის განვითრების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ხორბალაძემ საქართველოში უკრაინელ ჟურნალისტთა მედია-ტურის მონაწილეებს სიძულვილის ენასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია გააცნო. კონფერენციაზე, რომელიც 7-8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო ქორთიართ მარიოტში გაიმართა ქართველ და უკრაინელ პროფესიონალებს მიეცათ შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება ისეთ თემებთან დაკავშირებით,როგორიცაა: მედია-ეთიკა, რეგიონული მედიის გამოწვევები, კონფლიქტური სიტუაციები და მათი გაშუქების ტრადიცია, სიძულვილის ენა მედიაში და მასთან ბრძოლის მექანიზმები და ა.შ.
უკრაინელი ჟურნალისტები და რეგიონული მედიის მენეჯერები IREX-ის საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში ერთი კვირით საქართველოს 6 ოქტომბერს ესტუმრნენ. ვიზიტისას პროგრამის მონაწილეები ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებს შეხვდნენ.