დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SUMJM
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 04 ოქტ 2014

კვლევა - „მედია ეთიკის საკითხები სომხეთში: პრაქტიკა და გამოწვევები“

4 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მედიის განვითრების ფონდის"  წარმომადგენელმა თამარ ხორბალაძემ წარმოადგინა კვლევა  „მედია ეთიკის საკითხები სომხეთში: პრაქტიკა და გამოწვევები". კვლევა მომზადდა პროექტის საზღვრის ორივემხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა" ფარგლებში.

პროექტი 2014 წელს შვიდითვის მანძილზე მიმდინარეობდა და ის დაფინანსებული იყო აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" მიერ და მას ერთობლივად ახორციელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფი" (თბილისი, საქართველო) და სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრი" (ერევანი,სომხეთი).

პროექტის ფარგლებში ოთხმა სომეხმა და ოთხმა ქართველმა ექსპერტმა, საგარეო პოლიტიკის, მედიის, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე, თბილისსა და ერევანში კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს, გამართეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დაშედეგადსხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი რვა ნაშრომი მოამზადეს, რომლებიც რუსულ და ინგლისურენებზე ერთ კრებულად გამოიცა.

უკან