დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ORSXZ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 20 ოქტ 2014

მედიის როლი ევროინტეგრაციის საკითხების გაშუქებაში

19 ოქტომბერს ფრანტლაინ ჯორჯიას კლუბში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის ერთობლივ პროექტის ფარგლებში  სემინარი "საქართველო-ევროკავშირი - მედიის როლი ევროკავშირის საკითხების გაშუქებაში" გაიმართა.

სემინარზე, რომლის მუშაობაში ქართული ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა თამარ მიქაძემ ევროიინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და მედიასთან კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა დამსწრეებს პროექტის "ფაქტები და მითები ევროპის შესახებ" ფარგლებში შექმნილი დამხმარე რესურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ  ელეტრონული რესურსი (http://www.eurocommunicator.ge), რომელიც ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე მომზადებულ კვლევებს - "მითების დეტექტორი" -მოიცავს.

პანელში მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტის "რატომ ვირჩევთ ევროპას" ავტორი და პროდიუსერი ლიკა შავგულიძე-ბასალია, რომელმაც ჟურნალისტებს კიდევ ერთი ელექტრონული რესურსი ევროპა საქართველოსთვისწარუდგინა. პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების თემატურ საკითხებთან დაკავშირებით.

გაიმართა დისკუსია იმ გამოწვევებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის თემების გაშუქების დროს იჩენს თავს.

უკან