ქცევის კოდექსი
22 ოქტომბერს, ილიას უნივერსიტეტის კაფე ლიგამუსში "მრავალფეროვნების სკოლის" კურსდამთავრებულების და მედია კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
სკოლის კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელმა ალექსანდრა ჰელფლიგერმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფო შამანიდიმ და სახალხო დამცველის ოფისის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა ბექა მინდიაშვილმა მიმართეს.
საკონკურსო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ დავით პაიჭაძე (ილიას უნივერსიტეტი, მედიასკოლა), გიორგი ტუღუში (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა), რამაზ აფციაური (გაეროს ასოციაცია), ქეთევან მსხილაძე (მედიის განვითარებისფონდი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი) და ეკა ჭითანავა (ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) ხუთი გამარჯვებული გამოავლინა.
სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ თამუნა ჯანჯულია აფხაზეთის შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის და ლუსინე პიჩიკიანი ბლოგისთვის "ჩემს შესახებ".
გამარჯვებულები სტაჟირებას რადიო "თავისუფლებასა" და ტელეკომპანია"ტაბულაში"გაივლიან.
პირველ
ადგილზე გავიდა ჯეიხუნ ნარზალოვი ადრეული ქორწინების შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის; მეორე ადგილზე - გაიანე
აკოჯიანი ბლოგისთვის "ორჯის
საჯარო სკოლა", მესამეზე - მანია ზალალიანი დუხობორების შესახებ მომაზადებული სიუჟეტისთვის.
სპეციალური სერტიფიკატები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჩუქრები მრავალფეროვნების კურსის გავლისთვის სკოლის 19 კურსდამთავრებულს გადაეცეათ.
"მრავალფეროვნების სკოლა" მედიის განვითარების ფონდის ინიციატივითა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, ილიას უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. სკოლის მსმენელები 4+1 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული არაქართულენოვანი და თბილისის ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტები არიან.
22 მარტიდან მსმენელები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან - ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, გალი, რუსთავი, მარნელი, გარდაბანი, თბილისი - სამოქალაქო ჟურნალისტიკაში მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ თემატურ დისკუსიებში მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეფართოვებინათ თავიანთი ცოდნა მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, დემოკრატიის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ევროინტეგრაციის, გენდერის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სტუდენტებმა პროექტის ფინალურ ეტაპზე, შექმნეს მედია პროდუქცია,
რომელიც მრავალფეროვნების სკოლის ბლოგზეა ხელმისაწვდომი.