ქცევის კოდექსი
28 ოქტომბერს გამოვიდა გაზეთის „საზოგადოებრივი ადვოკატი" მეცხრე ნომერი. ნომერში მოწოდებულია ინფორმაცია საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს მუშაობის შედეგების შესახებ; გაიგებთ რა არის მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის რეესტრი; გაზეთში გაეცნობით საზოგადოებრივი ადვოკატის პასუხებს მკითხველის შეკითხვებზე. გაზეთი „საზოგადოებრივი ადვოკატი" მზადდება მედიის განვითარების ფონდის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის განვითარება სამართლებრივი ცნობიერებისა და მართლსმაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის" ფარგლებში.