დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
INQOD
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 17 ნოე 2014

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ MDF ტოლერანტობის ქომაგ ორგანიზაციად დაასახელა

17 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა წლის ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვეს.

რელიგიათასაბჭომსაქართველოშიტოლერანტობისკულტურისგანვითარებაშიშეტანილიწვლილისათვისტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭაქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს, ნარგიზ ჯინჭარაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, თამარ კორძაიას,მედიის განვითარების ფონდს (MDF), ლევან სუთიძის საავტორი გადაცემას „საუბრები რელიგიაზე."

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგის წოდებით დააჯილდოვა ისტორიკოსი, გია ანჩაბაძე და „გურჯისტანის" ყოფილი რედაქტორი სულეიმან სულეიმანოვი; საქართველოს პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი; საქართველოს ქალთა საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა..

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა დააჯილდოვეს ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. 

მედიაკონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკა კუხალაშვილი „ქუთაისი პოსტ-ში" გამოქვეყნებული სტატიისთვის „ქართული „სტერილური" ისტორიოგრაფია და სახელმძღვანელოები მუსლიმი მოღვაწეების გარეშე"; მეორე ადგილი წილად ხვდა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტს თამარ უჩიძეს სტატიისთვის „ბრძოლა სალოცავისთვის"; ხოლო მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ გელა მთივლიშვილი - კახეთის საინფორმაციო ცენტრი, სტატიით „აკრძალული ლოცვა" და ირმა კახურაშვილი - ჟურნალი „National Geographic" სტატიით „მუსლიმების ქართული სახლი".

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

უკან