ქცევის კოდექსი
მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით იწყებს
ახალ პროექტს "ქალები ცვლილებებისთვის."
პროექტის, რომლის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ქალთა თანაბარი ჩართულობის მხარდაჭერა, ფარგლებში იგეგმება საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს (ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ლიდერები) შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმის შექმნა; პარტიათა საარჩევნო პროგრამებში გენდერული საკითხების სრულფასოვანი ასახვის ხელშეწყობა; ახალი ლიდერი ქალების წარმოჩენა და სტიმულირება.
პროექტის კვლევითი კომპონენტი დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს გენდერმგრძნობიარე გახადონ თავიანთი საარჩევნო პროგრამები. კვლევის პროცესში ჩართული იქნებიან ქალთა თანამშრომლობის ქსელის წევრები, ხოლო შედეგები განხილული იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე ნაციონალურ დონეზე პოლიტიკურ პარტიათა მონაწილეობით.
ახალი ლიდერი ქალების წარმოჩენისა და სტიმულირების მიზნით, ჩატარდება ტრენიგები რეგიონებში. ამასთანავე გაგრძელდება ბლოგერების კონკურსი "ჩემი ლიდერი ქალი", რომელიც ახალი ლიდერი ქალებისგამოვლენას და ქალთა თანამშშრომლობის ქსელში მათ გაწევრიანებას ისახავს მიზნად.