დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZEIBU
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 05 დეკ 2014

პარტიათა საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების ასახვაზე გარდაბანში იმსჯელეს

მედიის განვითარების ფონდმა საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობის თემაზე მორიგი მრგვალი მაგიდა 5 დეკემბერს, გარდაბანში გამართა.

შეხვედრაზე განხილული იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების  სრულფასოვნად ასახვის მიზნით  გარდაბანში  თანამშრომლობის ქსელის წევრმა ვირჯინია სტოლიარენკომ ჩაატარა.

გამოკითხული 20 ქალბატონიდან  რესპონდენტთა უმეტესობა უპირატესობას ინფრასტრუქტურულ პროექტებს - გაზიფიცირებული სოფლების რაოდენობის გაზრდას; სოფლებიდან მყარი ნარჩენების გატანის ცივილიზებული სისტემის აწყობას; წყალსადენით  უზრუნველყოფილი სოფლების რაოდენობის გაზრდას - ანიჭეს.  რესპონდენტებმა პრიორიტეტულ საკითხებს შორის სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლება დაასახელეს, რათა დამატებით არ იყოს საჭირო რეპეტიტორთა ხარჯების გაწევა; ასევე თემები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ეფექტური სისტემის აწყობას, სოციალურ მუშაკთა ჩართულობის გაზრდას ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების მხარდასაჭერად; საბავშვო ბაღების ქსელის გაფართოების მხარდაჭერასა და არსებული ადგილების რაოდენობის გაზრდასა და სხვა საკითხებს უკავშირდება. 

მრგვალ მაგიდას რესპუბლიკური პარტიის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პროექტ "ქალებიცვლილებებისთვის"საარჩევნოსისტემებისგანვითარების,რეფორმებისადასწავლებისცენტრისმხარდაჭერით ტარდება.

 

 

უკან