ქცევის კოდექსი
12 დეკემბერს წნორში, სამოქალაქო ინიციატივის ოფისში მედიის განვითარების ფონდმა საარჩევნო პროცესში ქალთა
ჩართულობის თემაზე ტრენინგი და მორიგი მრგვალი მაგიდა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების სრულფასოვნად ასახვის
მიზნით სიღნაღში თანამშრომლობის ქსელის წევრმა ნანა ბაგალიშვილმა
ჩაატარა.
მრგვალ მაგიდას ქართული ოცნების, რესპუბლიკური პარტიის,
ეროვნული ფორუმის, მრეწველობა-გადაარჩენს საქართველოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის დამსწრეებმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის
და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებთან ერთად მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება ამ პროცესში
სოციალური მედიის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.
პროექტი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.