ქცევის კოდექსი
16
დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე
ტარიელ ნაკაიძე Mediacity-ს
წინააღმდეგ, რომლის თანახმად, ინტერნეტ-გამოცემამ ქარტიის სამი მუხლი დაარღვია.
საჩივრის საფუძველი, რომელიც მედიის განვითარების ფონდის ადვოკატირებით მომზადდა, გახდა ინტერნეტ-პორტალის
მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუ ქართველ მუსლითა კავშირის თავმჯდომარის მოადგილესთან
ტარიელ ნაკაიძესთან, რომელიც რესპონდენტის აზრით, არ შეესაბემობოდა მის მიერ გაკეთებულ
სატელეფონო კომენტარს და ქარტიის პირველი მუხლის (სიზუსტე) დარღვევას წარმოადგენდა.
აღნიშნულ
პუბლიკაციაში ასევე დარღვეული იყო მე-7 მუხლი, რომელიც დისკრიმინაციას შეეხება.
"თავად ჟურნალისტის მიდგომა ნაცვალგების ჭრილში
განეხილა მეჩეთის აშენების საკითხი (ნათია ვასაძე: "გადაწყვეტილება თურქულმა მხარემაც შეცვალა და ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთის აშენებას აღარ ითხოვს?"),
ისევე როგორც მის მიერ დასმული შეკითხვა - "ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არის გამოცხადებული?" - დისკრიმინაციულია, რადგან ის შეუსაბამოა თანასწორობის ფუნდამენტურ
პრინციპთან და ქართველ მუსლიმებს ქვეყნის მეორეხარისხოვან მოქალაქეებად
წარმოაჩენს", -აღნიშნულია საჩივარში.
რესპონდენტის
მიმართვის შემდეგ, რედაქციას შეესწორებინა მასალაში გასული უზუსტობები, რასაც სოციალურ
ქსელებში მუსლიმთა მიმართ სიძულვილის ენა მოჰყვა, რეაგირება არ მოჰყოლია, რითაც დაირღვა
ქარტიის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი
ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".
განხილვაზე Mediacity-ის რედაქციამ წარმოადგინა აუდიო ჩანაწერის
ტრანსკრიპტი, რომლითაც დადასტურდა ის უზუსტობები, რაც ვებ-გვერდზე განთავსებულ ვერსიასა
და ტარიელ ნაკაიძის მიერ მიცემულ კომენტარს შორის არსებობდა.
ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტ-პორტალის ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის
პირველი (სიზუსტე), მე-5 (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მე-7 (დისკრიმინაციის
დაუშვებლობა) მუხლები.