ქცევის კოდექსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, კაფე ლიგამუსში გამართა საჯარო დისკუსია თამაზე - "ეთნიკური უმცირესობები საქართველოში".
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, კონსტიტციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა - გიორგი მუმლაძემ წარადგინა პრეზენტაცია - "ეთნიკური უმცირესობები პირველ რესპუბლიკაში (1918-21 წლის მდგომარეობით)", ხოლო თანამედროვე ვითარებაზე მოხსენება გააკეთა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ - თამარ კინწურაშვილმა.
შეხვედრის მომდევნო ეტაპი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, მომხსენებელთაგან მისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიეღო.