დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EPQSY
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 18 დეკ 2014

მრგვალი მაგიდა "სიძულვილის ენა საჯარო დისკურსში"

18 დეკემბერს, Frontline Club-ში სამოქალაქო პლატფორმის "არა ფობიას!" წევრები პრემიერ მინისტრის თანაშემწეს ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძეს შეხვდნენ.

მრგვალ მაგიდაზე "სიძულვილის ენა საჯარო დისკურსში" განხილული იყო ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც საჯარო მოხელეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან სიძულვილის ენის ცალკეულ გამოვლინებებზე რეაგირების მიზნით შესაძლოა შემუშავდეს. ამ მიზნით სამოქალაქო პლატფორმის ფარგლებში იგეგმება სამინისტროებში არსებული შიდა მარეგულირებელი ნორმების შესწავლა და კვლევის საფუძველზე მთავრობის მიმართ რეკომენდაციების შემუშავება.

მრგვალი მაგიდა პროექტისეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებასაქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსმხარდაჭერით ახორციელებს.

უკან