ქცევის კოდექსი
22
ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა.
23
სექტემბერს ორგანიზაციამ სამინისტროდან 2013-2014 წლებში მედია საშუალებებში გადარიცხული
თანხების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. ელექტრონული ფორმით აღნიშნული
ინფორმაციის განმეორებით გამოთხოვნის შემდეგ, MDF-მა შინაგან საქმეთა
მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.
კანონით
დადგენილი ვადის დარღვევის შემდეგ, 8 დეკემბერს მედიის განვითარების ფონდმა სამინისტროდან
მიიღო არასრული პასუხი, ამასთანავე სამინისტრომ არ უზრუნველყო ადმინისტრაციული საჩივრის
განხილვა. აღნიშნულ გარემოებათა გამო ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნას სასამართლოს
გზით აპირებს.
მედიის
განვითარების ფონდს სამართლებრივ დახმარებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა უწევს.