ქცევის კოდექსი
2014 წლის ნოემბრიდან
2015 წლის თებერვლამდე მედიის განვითარების ფონდმა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
უარის ან არასრული ინფორმაციის მიღების გამო 19 ადმინისტრაციული საჩივარი და 4 სასამართლო
სარჩელი მოამზადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ 2 სარჩელი თავად
სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და
112-ის მხრიდან არასრულად მოწოდებულ ინფორმაციას შეეხება. სასამართლოშია გასაჩივრებული
ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს უარი ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომელიც პროექტების
მართვის სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნას უკავშირდება და ენერგეტიკის სამინისტროს უარი, რომელიც ენერგეტიკის
განვითარების ფონდიდან ინფორმაციის
გამოთხოვნას შეეხებოდა.
საჯარო დაწესებულებების ნაწილმა ინფორმაცია ადმინისტრაციული
წესით გასაჩივრების შემდეგ გასცა, თუმცა საქართველოს მთავარ პროკურატურას და თბილისის
პროკურატურას საბიუჯეტი თანხების ხარჯვის შესახებ
ინფორმაცია ჯერ არ მოუწოდებიათ.