დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CWQAG
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 07 მარ 2015

EaP CSF-ის მმართველი კომიტეტის რეზოლუცია რუსეთის მედიის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე

ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ,  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორმუმის მმართველმა კომიტეტმა 6 მარტს რუსული მედიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე  რეზოლუცია მიიღონემცოვი მუდმივად ამტკიცებდარომ დასავლეთს უნდა დაეწესებინა სანქციები რუსეთის მედიის იმ მესაკუთრეებისა და მენეჯერებისათვის, ვინც რუსეთსა თუ უცხოეთში პროპაგანდას ავრცელებდა. ეს პროპაგანდა ეხმარება ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში, ცდილობს დესტაბილიზაცია მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და რეგიონში შიშს, საფრთხის განცდას და აგრესიას ნერგავს, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ბორის ნემცოვი იყო შთაგონების წყარო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოებისფორმუმის მიერ ბათუმში შემუშავებული რეზოლუციისა, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულ მედია ომს შეეხებოდა. ნემცოვმა თავადვე მიუთითა ზოგიერთ იმ მესაკუთრესა და მენეჯერზე, ვისაც დასავლეთის სანქციები უნდა შეხებოდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორმუმის მმართველ კომიტეტი რუსეთის მიერ წარმოებული მედია ომის შესახებ მიღებულ განცხადებაზე აპელირებს, ბორის ნემცოვის მკვლელობაზე პასუხიმგებელ პირთა დაუყოვნებლივ დაპატიმრებას მოითხოვს და მოუწოდებს ევროკავშირს, განიხილოს რუსეთის მედია მესაკუთრეთა და მენეჯერთა მიმართ სანქციების გამოყენების საკითხი.

რეზოლუციაში მითითებულია ის პირები, ვისაც სანქციები უნდა შეეხოს:

·         კონსტანტინე ერნსტი, პირველი არხის გენერალური დირექტორი

·         ოლეგ დობროდეევი,  რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო კომპანიის საერთო მაუწყებლობის გენერალური დირექტორი

·         ვლადიმერ კულისტიკოვი,NTV-ს გენერალური დირექტორი

·         მიხაელ ლეონტეევი, როსნეფტის პრეს-მდივანი, "ოდნაკოს" ყოფილი ავტორი (პირველი არხი)

·         გრიგორი კრიჩევსკი, სატელევიზიო არხ "ზვეზდას გენერალური დირექტორი

·         მარგარიტა სიმონიანი, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი

·         არამ გავრელიანოვი, Life News-ის გენერალური დირექტორი

·         ვალერი ფადეევი, პირველი არხის გადაცემა "მომენტის სტრუქტურის" წამყვანი, ჟურნალ "ექსპერტის" მთავარი რედაქტორი

·         პიოტრ ტოლსტოი, სატელევიზიო პროგრამა "პოლიტიკის" წამყვანი (პირველი არხი)

·         ალექსანდრ გორდონი, პროგრამა "პოლიტიკის" და სხვა სატელევიზიო შოუების წამყვანი (პირველი არხი)

·         ვლადიმერ სოლოვიოვი, გადაცემა "კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან და სხვა სატელევიზიო პროგრამების წამყვანი ("რუსეთი", 1 სატელევიზიო არხი)

·         არკადი მამონტოვი, ავტორი და წამყვანი გადაცემისა "სპეციალური კორესპონდენტი", ასევე სხვა სატელევიხიო პროგრამების ("რუსეთი", 1 სატელევიზიო არხი)

·         ბორის კოჟევნიკოვი, სატელევისიო შოუ "პირდაპირი ეთერის" წამყვანი ("რუსეთი", 1 სატელევიზიო არხი)

·         ანდრეი ნორკინი, სატელევიზიო გადაცემა "ნორკინის სია" წამყვანი (NTV)

·         რომან ბაბაიაი, გადაცემა "სიტყვის თავისუფლების" წამყვანი (ტვ ცენტრი)

 

 

უკან