დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VAYFW
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 20 მარ 2015

შსს-მ 2013-2014 წლების ხელშეკრულებების გასაჯაროვებისთვის სასამართლოსგან ორკვირიანი ვადა ითხოვა

20 მარტს თბილისის საქალაქოსასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა, რომლითაც შსს მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ 2014 წლის 23 სექტემბერს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გასაჯაროებისათვის დამატებით 2 კვირიან ვადას ითხოვდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გაიზიარა სამინისტროს არგუმენტი, რომ შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის შეგროვებისათვის დამატებითი დრო იყო საჭირო.

სამართლებრივი დავა MDF-ის მიერ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) დახმარებით არის ინიცირებული და სამინისტროს მიერ მედია საშუალებებში 2013-2014 წლებში ინფორმაციის გავრცელებისა და სარეკლამო მომსახურების მიზნით გადარიცხული თანხების რაოდენობისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გასაჯაროვების მოთხოვნას შეეხება. 

მედიის განვითარების ფონდმა საჯარო ინფორმაციის არგაცემის გამო სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით - 2014 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების გამო სასამართლოს 22 დეკემბერს მიმართა. სასამართლოსთვის მიმართვის  შემდეგ შსს-მ MDF-ს მოთხოვილი ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ მიაწოდა.

შსს-დან მიღებული ინფორმაციის (5 იანვარი, 2014) თანახმად, 2014 წლის 1 იანვარი -1 სექტემბრამდე სამინისტროს 113 255 ლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურება შემდეგი სუბიექტებისგან აქვს შესყიდული: მედია-კავშირი "ობიექტივი"  - 9 178,04;  შპს "კრეატორი" - 86 782,60 და 10 378,31; შპს "ედვერთლაინი" - 6 161, 60; საინფორმაციო საგენტოები: "პირველი" - 354, "ჯეოჰოტნიუსი" - 400. 2013 წელს გაწეული ხარჯები 693 397 ლარს შეადგენდა და შემდეგ ორგანზიზაციებთან იყო გაფორმებული:თბს ტვ - 32 062, 52 და 28 294, 10, შპს media shift -30 328,66, შპს "არის ჯი" - 3 754, შპს "მედია პორტი" - 46 238, 83; 102 275, 07 და 106 099,11; "რადიო იმედი" - 3 176,96; "რადიო საქართველო" - 4 785,65; UM Georgia-ში - 142 064,06; 124 757, 54 და 62 143,17; მედია-კავშირი "ობიექტივი"  -  5000, ტელეკომპანია "კავკასია" - 2 417, 09.

მედიის განვითარების ფონდი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაფორმებული ხელშეკრულებების და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მიწოდებას ითხოვს.  სასამართლოს  მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 მაისს გაიმართება.

ორგანიზაციას შსს-სთან სასამართლო დავა ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცვის პოლიციისა და 112-ის მხრიდან კანონის მოთხოვნათა  დარღვევის და იდენტური საჯარო ინფორმაციის არგაცემის გამო აქვს.

 

 

უკან