დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
FBHOH
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 19 მაი 2015

MDF-მა მარეგულირებელს "ობიექტივის" ეთერში რუსულენოვანი ფილმების გაშვების საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა

მედიის განვითარების ფონდმა 19 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისი მიმართა და მედია-კავშირ "ობიექტივის" ეთერში რუსულენოვანი ფილმების გაშვების დროს მაუწყებლობის შესახებ კანონისა და მარეგულირებლის შესაბამისი დადგენილების დარღვევის ფაქტის შესწავლა მოითხოვა.

2015 წლის 22 მარტს მედია-კავშირ "ობიექტივის" ეთერში ანდრეი კონდრაშოვის ფილმი "ყირიმი - გზასამშობლოსკენ, ხოლო 3 მაისს  ვლადიმერ სოლოვიოვის ფილმი "პრეზიდენტირუსულენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების განთავსების გარეშე გავიდა.

მაუწყებლობის შესახებ" კანონის 511თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული", ხოლო  ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი(გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით". კომისიის 2009 წლის30 ოქტომბრის N3 დადგენილების თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდაწარმოებული მხატვრული, ასევედოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე,ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით".

მედიის განვითარების ფონდი ამასთანავე სთხოვს მარეგულირებელ კომისიას, შეისწავლოს, აქვს თუ არა მედია-კავშირ "ობიექტივს" აღნიშნული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლება.

უკან