დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UEYJC
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 18 აპრ 2015

ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო პლატფორმების გენდერმგრძნობელობას დაეთმო

18 აპრილს „მედიის განვითარების ფონდმა" ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" გამართა, რომელზეც პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობისა და ქალთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციები იყო განხილული.

ფორუმის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ზურაბ ხრიკაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კომისიის გენდერული პოლიტიკის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობის შესახებ „მედიის განვითარების ფონდის" წარმომადგენელმა ქეთი მსხილაძემ ისაუბრა. საქართველოს 9 ქალაქში (თბილისი, ახალციხე, ახალქალაქი, გორი, გარდაბანი, ზუგდიდი, მარნეული, ნინოწმიმინდა, სიღნაღი/წნორში) ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც იმ საკითხების სპექტრს მოიცავდა, რისი ასახვაც ქალ ამომრჩევლებს საარჩევნო პლატფორმებში სურთ, დამსწრეებს ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის წარმომამდგენელმა ლელა ხომერიკმა წარუდგინა.

კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რომელშიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და კვლევაში მონაწილე ადგილობრივი ლიდერი ქალები მონაწილეობდნენ.

ფორუმის მუშაობაში რესპუბლიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატების, ახალი მემარჯვენეების, ეროვნულ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიების წარმოამდგენელები მონაწილეობდნენ.

პროექტი „საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით განხორციელდა.

უკან