ქცევის კოდექსი
გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედია მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 2014-2015 წლებში ქართულ მედიაში "ანტიდასავლურ პროპაგანდას" ასახავს.
კვლევა ერთწლიან პერიოდს -17 თებერვალი, 2014 – 18 თებერვალი, 2015- მოიცავს და იმ წყაროების მიხედვით არის დაჯგუფებული, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების მხრივ ყველაზე აქტიურები არიან. ესენია: მედია, პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
კვლევაში ცალკე თავი ეთმობა რუსული პროპაგანდას ქართულ მედიაში და იმ ღიად იდენტიფიცირებად რუსულ წყაროებს, რომელთაც ქართულენოვანი მედიები ეყრშნობიან. ცალკე არის გაანალიზებული ინფორმაციის ფაბრიკაციის ის მაგალითები, რომელიც უკრაინასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელდება. მესიჯბოქსი იდენტურ ანტიდასავლურ გზავნილებს და პროპაგანდის სხვადასხვა ტექნოლოგიებს მიმოიხილავს.
პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ის სხვადასხვა ფობიებთან ერთად, ანტიდასავლური განწყობების იდენტიფიცირებას და წყაროების გამოვლენას ისახავდა მიზნად.