დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CQPNK
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 08 მაი 2015

გამოვიდა MDF-ის მედია მონიტორინგის ანგარიში - "ანტიდასავლური პროპაგანდა"

გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედია მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 2014-2015 წლებში ქართულ მედიაში "ანტიდასავლურ პროპაგანდა" ასახავს.

კვლევა ერთწლიან პერიოდს -17 თებერვალი, 2014 – 18 თებერვალი, 2015- მოიცავს და იმ წყაროების მიხედვით არის დაჯგუფებული, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების მხრივ ყველაზე აქტიურები არიან. ესენია: მედია, პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

კვლევაში ცალკე თავი ეთმობა რუსული პროპაგანდას ქართულ მედიაში და იმ ღიად იდენტიფიცირებად რუსულ წყაროებს, რომელთაც ქართულენოვანი მედიები ეყრშნობიან. ცალკე არის გაანალიზებული ინფორმაციის ფაბრიკაციის ის მაგალითები, რომელიც უკრაინასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელდება. მესიჯბოქსი იდენტურ ანტიდასავლურ გზავნილებს და პროპაგანდის სხვადასხვა ტექნოლოგიებს მიმოიხილავს.

პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ის სხვადასხვა ფობიებთან ერთად, ანტიდასავლური განწყობების იდენტიფიცირებას და წყაროების გამოვლენას ისახავდა მიზნად.

  

უკან