ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს
თვითრეგულირების ორგანომ 26 ნოემბერს „ნანუკას" შოუში" გადაცემის წამყვანის მიერ იეჰოვას მოწმეთა მიმართ გაკეთებული განცხადებები მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევად მიიჩნია.
13 მარტს თვითრეგულირების ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვა მედიის განვითარების ფონდის (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიცატივის (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტსა (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ინიცირებული საჩივრის საფუძველზე გაიმართა. ტელეკომპანიის თვითრეგულირებამ არასამთავრობოთა
საჩივარი დააკმაყოფილა და გადაცემის დამამზადებლის და ავტორის, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ შენიშვნის წერილი გააგზავნა.
2014 წლის 26 ნოემბერს რუსთავი 2-ის ეთერში გასული „ნანუკას შოუ", საჩივრის ავტორების აზრით, იეჰოვას მოწმეთა მიმართ დისკრიმინაციულ გამოხატვას შეიცავდა. კერძოდ, სადავო გახდა წამყვანის განცხადებები - „მემეშინია მაგათი... კარგი ქენით, რომ წამოხვედით" და თავად ინტერვიუ, რაც „მაუწყებელთა ქცევის" კოდექსის 17.2 , 21, 31, 32, 33 მუხლების დარღვევას წარმოადგენდა.