დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PXTWU
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 02 ივნ 2015

ერთწლიანი მედია მონიტორინგის პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისს ფრონტლაინ საქართველოს კლუბში მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედია მონიტორინგის კვლევის და გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის, მათ შორის თურქოფობიის და ისლამოფობიის გამოვლინებებზე გაამახვილა ყურადღება. ამ მხრივ ყველაზე მეტი შემთხვევა გაზეთ "ასავალ-დასავალში", მედია-კავშირ "ობიექტივში", ინტერნეტ-პორტალებზე "საქინფორმი" და "საქართველო და მსოფლიო", გაზეთ "კვირის ქრონიკაში", ტელეკომპანია "კავკასიაში", გაზეთ "ალიაში" გამოვლინდა. ცალკეული შემთხვევები გამოიკვეთა ასევე გაზეთებში "რეზონანსი", "კვირის პალიტრა", "პრაიმ ტაიმი", საზოგადოებრივი მაუწყებელზე, რუსთავი 2-სა და საინფორმაციო სააგენტოში "პირველი". პოლიტიკური პარტიებიდან ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად პატრიოტთა ალიანსი, ბურჯანაძე-გაერთიანებულ დემოკრატებთან დაკავშირებული სახალხო კრება, ქართული ოცნება და თავად ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები აქტიურობდნენ. ცალკეული შემთხვევები გამოიკვეთა ლეიბორისტული პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი საქართველოს, სახალხო პარტიის, ტრადიციონალისტთა კავშირისა და პარტია "იმედის" მხრიდან. ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელმაც ქსენოფობიურ გამოხატვას მიმართა იუსტიციის მინისტრი იყო.

ქსენოფობიის ტიპოლოგიაში ყველაზე მეტი შემთხვევა თურქოფობიასა და ისლამოფობიაზე მოდის (200), შემდეგ ადგილზე სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები (133), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (67) და არმენოფობიაა (36).

მედია საშუალებებიდან თურქოფობიულ და ისლამოფობიურ განწყობებს ყველაზე ხშირად მედია-კავშირი "ობიექტივი", ხოლო პოლიტიკური პარტიებიდან "ობიექტივთან" დაკავშირებული პატრიოტთა ალიანსი აღვივებდა.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ხორბალაძემ წარმოადგინა კვლევა ჰომოფობიის და გენდერული იდენტობის შესახებ, სადაც შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: მედია საშუალებებიდან ჰომოფობიის მხრივ ყველზე მეტად გაზეთები "ასავალ-დასავალი" და "კვირის ქრონიკა", ინტერნეტ-პორტალები "საქართველო და მსოფლიო" და "საქინფორმი", მედია-კავშირი "ობიექტივი" გამოირჩეოდნენ. ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი გაზეთებში "ალია", "პრაიმ-ტაიმი", "რეზონანსი", სააგენტო "პირველი" და ტელეკომპანია "კავკასია".პოლიტიკური პარტიებიდან ჰომოფობიას ყველაზე მეტად ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები, ქართული ოცნება, პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტები ავლენდნენ, ცალკეულ შემთხვევებს სახალხო კრების, თავისუფალი საქართველოს, თავისუფალი დემოკრატების, სახალხო პარტიის მხრიდან ჰქონდა ადგილი. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და გენდერული ნიშნით სტერეოტიპების გავრცელებას ყველაზე ხშირად მედია და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები მიმართავდნენ. მედიიდან ამ მხრივ ყველაზე მეტ შემთხვევას გაზეთებში "კვირის ქრონიკა" და "ასავალ-დასავალი" ვხვდებით.

ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილის პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ ტენდენციებზე: მედია საშუალებებიდან ყველაზე მეტ შემთხვევას მედია-კავშირ "ობიექტივში", ინტერნეტ-პორტალ "საქინფორმსა" და "საქართველო და მსოფლიოში", გაზეთებში "ასავალ-დასავალი", "კვირის ქრონიკა" და "ალია" ვხვდებით. პოლიტიკური პარტიებიდან ამ მხრივ ყველაზე მეტ გზავნილებს ბურჯანაძე-გაერთიანებულ დემოკრატებისა და მასთან დაკავშირებულ სახალხო კრების, პატრიოტთა ალიანსის, ერთეულ შემთხვევებს კი თავისუფალი საქართველოსა და ქართული ოცნების მხრიდან ვხვდებით.რუსულენოვან მედია საშუალებებს ყველაზე ხშირად მედია-კავშირი "ობიექტივი", საქინფორმი და საქართველო და მსოფლიო ეყრდნობიან.

კვლევა 2014 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 18 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა და 6 გაზეთის, 7 ტელევიზიის, 6 საინფორმაციო ვებ-პორტალის მონიტორინგს მოიცავდა.

კვლევა ჩატარდა "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.



უკან