დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NVHDW
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 25 ივნ 2015

MDF და UNAG საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციებით მიმართავენ

მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს გაეროს ასოციაცია, UNAG საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციებით მიმართავენ და 2015-2016 წლის პროგრამულ პრიორიტეტებში იმ საკითხების გათვალისწინებას ურჩევენ, რომელიც MDF-ის მიერ ჩატარებული ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კანონმდებლობით ევალება უმცირესობების ენებზე გადაცემების მომზადება, ასევე ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების სრულფასოვანი ინფორმირება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებაიმ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებაში,რომელიც სახელმწიფო ენის არცოდნისგამო, ეთნიკურიუმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა დაქვემო ქართლისრეგიონებში არისშექმნილი”, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ანტიდასავლურ პროპაგანდას უმცირესობების ენებზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მომზადებული სათანადო პროგრამირებით უპასუხონ.  

რეკომენდაციები ასევე შეეხება მრავალფეროვნების გაშუქების საკითხებს, რაც არა მხოლოდ უმცირესობების ენებზე პროგრამების მომზადებას, ასევე ინკლუზიური პროგრამირების მიდგომებსა და საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლისათვის საჯარო ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობს.

ცალკე რეკომენდაციები ეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებასა და თვითრეგულირებას.

„როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ასევე შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, გასაჩივრების მექანიზმის არაეფექტიანობის გამო, ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დაცვას ჰომოფობიური, ქსენოფობიური და არმენოფობიული განცხადებებისგან", - აღნიშნულია რეკომენდაციებში. ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს გადახედოს თვითრეგულირების ორგანოში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე საქმეების განხილვის პრაქტიკას და ამ თვალსაზრისით სამეურვეო საბჭოს, როგორც სააპელაციო ორგანოს, პასუხისმგებლობაც გაიაზროს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2015-2016 წლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 28 აპრილს დაიწყო.

 

უკან