ქცევის კოდექსი
გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის - MDF ანგარიში „ საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში".
იმ მედია საშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" (63 923, 33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი" (52 167,84 ლარი), „ალია" ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია" და „კვირის ქრონიკა" (48 650ლარი - არასრული მონაცემი [1] ), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი" (1 200 ლარი).
შპს „ეტალონ-მედიას" 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც „ობიექტივის" ეთერში გადის 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.
ანგარიშის თანახმად, წარმოდგენილი მონაცემები არასრულია, რადგან სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპი) და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისგან (ა(ა)იპ) ინფორმაციის მოპოვება სირთულეს წარმოადგენს, ხოლო სასამართლოში სამართლებრივი დავის პროცესი დროში გაჭიანურებულია.
ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტზე, შპს „ეტალონის" მიერ კანონმდებლობის დარღვევით „ობიექტივის" ეთერში მაუწყებლობაზე და ადმინისტრაციული ორგანოების სარედაქციო საკითხებში ჩარევაზე, რუსულენოვან წყაროებზე „ობიექტივსა" და მის პარტნიორ მედია-ორგანიზაციებში, პარტნიორთა კავშირთან „ობიექტივის" კავშირებზე და სხვა მედია საშუალებებზე, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მედიის განვითარების ფონდმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:
[1] ანგარიშის გამოცემის მომენტისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია, რა თანხის ხელშეკრულება ჰქონდა გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მედიაში გადარიცხული 1 043 845,57 ლარი დან აღნიშნული გამოცემებისთვის.