ქცევის კოდექსი
კომუნიკაციების კომისია MDF-ის საჩივრის საფუძველზე „ობიექტივის"
ეთერში რუსულენოვანი ფილმების ჩვენების საკითხს განიხილავს
16
ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მედიის განვითარების ფონდის
(MDF)
საჩივრის საფუძველზე, მედია-კავშირ „ობიექტივის" ეთერში რუსულენოვანი ფილმების კანონმდებლობის
დარღვევით გაშვების საკითხს განიხილავს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე
იმსჯელებს.
2015 წლის 22 მარტს მედია-კავშირ "ობიექტივის" ეთერში რუსულენოვანი
ფილმები - ანდრეიკონდრაშოვის "ყირიმი - გზასამშობლოსკენ”, ხოლო 3 მაისს ვლადიმერ სოლოვიოვის "პრეზიდენტი” „მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნათა
დარღვევით, სახელმწიფო ენაზე თარგმნის და სუბტრირების გარეშე გავიდა.
მედიის
განვითარების ფონდის 19 მაისის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების მარეგულირებელ
კომისიას აღნიშნული კანონდარღვევა, ასევე საკითხი იმის შესახებ, ფლობდა თუ არა მაუწყებელი
აღნიშნული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების ლიცენზიას შეესწავლა, კომისიის
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მოკვლევა ჩაატარა. დეპარტამენტის დასკვნაში
აღნიშნულია, რომ „ობიექტივის" ეთერში საჩივარში მითითებული რუსულენოვანი ფილმების განთავსება
არამართლზომიერად მოხდა და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული
ვალდებულებები დაირღვია. მაუწყებელმა მარეგულირებელს ვერც აღნიშნული ფილმების საქართველოს
ტერიტორიაზე ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა.
„მაუწყებლობის შესახებ" კანონის 511თანახმად,
"არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ
საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული". კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის
N3 დადგენილების თანახმად კი, "არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე
წარმოებული ფილმების გარდა) წარმოებული მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი,
ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის
მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს
სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე,ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ
ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით".
16
ივლისს გაიმართება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომელზეც აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით მედიის განვითარების ფონდის მიმართვა განიხილება.