დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ROQBK
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 05 სექ 2015

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გურია News-ის სტატია დისკრიმინაციულად მიიჩნია

2015 წლის 5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიის განვითარების ფონდის- MDF, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა - GDI და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის TDI საჩივარი ინტერნეტ პორტალ გურია News-ის მიერ გამოქვეყნებულ თურქოფობიულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მასალის „თურქული კულტურის ექსპანსია გრძელდება" გამოქვეყნებით დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გურია news-ის რედაქციამ მასალა ვებ გვერდიდან მოხსნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით 18 აგვისტოს მიმართეს. განმცხადებელთა აზრით, 2015 წლის 8 აგვისტოს გურია news-ის ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული სტატია თურქოფობიული ხასიათისაა და შეუწყნარებლობას აღვივებს. „ავტორი არა სერიალის მხატვრულ ღირებულებას მიმოიხილავს, არამედ ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს ისტორიული ფაქტების თანამედროვე ვითარებაში კონტექსტუალიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

უკან