ქცევის კოდექსი
25 სექტემბერს მედიის განვითარების ფონდის ორგანიზებითა
და ილიას უნივერსიტეტთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით საერთაშორისო
სემინარი IMED 2015 გაიმართა.
სიტყვის თავისუფლების ეთიკაზე მსჯელობას ორი პანელი
მიეძღვნა. შარლ ებდოს მკვლელობისა და თვითცენზურის საკითხზე დისკუსიაში მონაწილეობას
BBC-ის კორესპონდენტი ნატალია ანთელავა, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და
ილიას უნივერსიტეტის კონსტიტუციური სწავლების დირექტორი გიორგი მელაძე იღებდნენ. გამომსვლელებმა მიმოიხილეს
BBC-ის რეგულაციები მუჰამედის იმიჯის ჩვენებასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა საზოგადოებებსა
და კულტურებში თვითცენზურის განსხვავებულ პრაქტიკაზე, მათ შორის რელიგიური გრძნობებით განპირობებულ თვითშეზღუდვებსა
და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ გარანტიებზე.
მეორე პანელი თვითრეგულირების მექანიზმებს მიეძღვნა,
კერძოდ, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო დანელიამ და ჟურნალ „17 მაისის" რედაქტორმა
ირაკლი ვაჭარაძემ რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს მაგალითზე იმსჯელეს, უნდა შეიზღუდოს
თუ არა კონტრიბუტორების მასალა, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს.
მედია ეთიკის საერთაშორისო დღე IMED 2015 წელს მედია ეთიკის საერთაშორისო ცენტრის მიერ CIME მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22-30 სექტემბრის პერიოდში იმართება. საერთაშორისო მედია ეთიკის ცენტრის - CIME პარტნიორი საქართველოში მედიის განვითარების ფონდია.IMED 2014-ის ფორმატში პირველად საერთაშორისო სემინარი 2014 წლის 19 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა.
2011 წლის IMED-ის შემდეგ, როდესაც ღონისძიებაში 11 ქვეყნიდან 300
ადამიანი მონაწილეობდა, მისი პოპულარობა მსოფლიოში იზრდება. 2013 წელს მასში 32 ქვეყნიდან
800-ს ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. IMED 2014 წელს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ერთდროულად
19 სექტემბერს გაიმართა.